19:57 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-13 11:32:14, 355 ნახვა

საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა.

"Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა.

"საქართველოს ბანკი", ერთი მხრივ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ხოლო მეორე მხრივ, ტექნოლოგიური კომპანია, აქტიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს  ბიზნესის მართვა გავუმარტივოთ და მათთვის საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესი უფრო მეტად კომფორტული გავხადოთ. ჩვენი გუნდი მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს. შესაბამისად, ორინტირებული ვართ, რომ არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ და ბიზნესს პრაქტიკული გადაწყვეტები წარვუდგინოთ, რაც გულისხმობს როგორც საჭირო ფუნქციონალების დამატებას, ასევე სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტის შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ Global Finance-ის ჯილდო სწორედ ამ კატეგორიაში გადმოგვეცა, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და მომავალში კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში". 

ჯილდოს გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქციამ, მსოფლიო დონის ჟიურის წევრებთან ერთად გამოავლინა.  ჟიურიში  იყვნენ ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით მსოფლიოში წამყვანი კომპანია Infosys-ის წარმომადგენლები, რომლებიც ბანკებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდის, განხორციელებული ინიციატივების, ვებ და მობილბანკის დიზაინისა და ფუნქციონალების მიხედვით აფასებდნენ. 

აღსანიშნავია რომ "საქართველოს ბანკი", ქვეყანაში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის კატეგორიასთან ერთად, წლის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე, ჯამში, 45 ნომინაციაში დასახელდა, მათ შორისაა საუკეთესო ციფრული ბანკი, საუკეთესო მობილბანკი, საუკეთესო ბანკი ინოვაციისა და ტრანსფორმაციის მიმართულებით და სხვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics