|
2024-08-12 12:02:58, 360 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ქვეყანაში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
პრესტიჟულმა საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს გამარჯვებულები გამოავლინა. Global Finance-ის თანახმად, "საქართველოს ბანკი" ქვეყანაში საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო ბანკია. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდოს Global Finance უკვე 25 წელია გასცემს. "საქართველოს ბანკმა" წელს ჯამში 45 ჯილდო მიიღო. „ფინტექის სწრაფი პროგრესი, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობის ზრდა გამორჩეული ციფრული საბანკო სერვისების ეტალონს მუდმივად განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო კი წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, - განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა. გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურის წევრებმა რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელეს. მათ შორის იყო ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული შეთავაზებების გამოყენების მაჩვენებელი და ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება, ციფრული მომხმარებლის ზრდა და კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, ციფრული ბანკის დიზაინი, ფუნქციურობა და სხვა. "საქართველოს ბანკისთვის" გასული წელი ციფრული სამომხმარებლო საბანკო სერვისების განვითარების კუთხით გამორჩეული იყო. თითოეული ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდში განვახორციელეთ, ემსახურება კონსოლიდირებული ციფრული ეკოსისტემის განმტკიცებას, რომელიც მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილებას უქმნის. სხვადასხვა ინოვაციას შორის აღსანიშნავია გასული წლის მობილბანკის გეიმიფიკაციის კამპანია, რომელშიც მომხმარებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთო. რაც მთავარია, არ ვჩერდებით, ვავითარებთ მრავალფეროვან სერვისებსა თუ პროდუქტებს და ვქმნით ახალ შესაძლებლობებს სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამ პროცესის საფუძველი კი დიჯიტალიზაციაა“, - აცხადებს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი ვახტანგიშვილი. მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ მოიპოვა "საქართველოს ბანკმა" Global Finance-ის ჯილდო, შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერვიუს გიორგი ვახტანგიშვილთან ბმულზე ინფორმაციისთვის, საუკეთესო ციფრული ბანკების გამოსავლენად ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანია Infosys და მისი მსოფლიო დონის ჟიური მუშაობდა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს. საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა და 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)