|
2024-08-10 15:38:05, 449 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, - განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1,5 მილიონი ლარია, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. ადგილზე კახა კალაძესთან ერთად მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე, სარეაბილიტაციო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. კერძოდ, საავტომობილო მოძრაობა აღდგა და გადაადგილება კვლავ ცალმხრივად არის დასაშვები. რაც შეეხება ჩიტაძის ქუჩას, მოძრაობის სქემა აღდგენილია პირვანდელი სახით და ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩიდან ინგოროყვას ქუჩის მიმართულებით.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)