|
2024-08-09 16:09:48, 375 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ჩართულობით, მწვანე კლიმატის ფონდთან ერთად, დაგეგმილია კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით ახალი პროექტის დაწყება, რომელიც ადგილობრივი თემების ჩართულობას ითვალისწინებს. შამუგიას განცხადებით, კლიმატის ცვლილებების ფონზე მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას და რისკების შემცირების მიმართულებით ღონისძიებების გატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. "სტიქიური პროცესების პროგნოზირების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; დაგეგმილია საინფორმაციო სატელეკომუნიკაციო სისტემების (ICT) დანერგვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და ამინდის პროგნოზის შესახებ გაფრთხილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გავრცელდეს. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით გეოლოგიური საფთხეების შეფასების და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივი პროექტების განხორციელება, რადგან ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჰუმანიტარული საზოგადოებრივი გაერთიანებაა, რომლის მიზანიც უმწეო ადამიანების საგანგებო სიტუაციებითა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული შედეგების დაძლევაში დახმარებაა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40 ფილიალს და 15 000 მოხალისეს აერთიანებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი ნინო ოსეფაიშვილი ესწრებოდა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)