|
2024-08-08 17:20:26, 420 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია უმაღლეს დონეზე
დღეს გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში უმაღლეს დონეზეა დაცული, რასაც მე პირადად მივესალმები. დღეს პირიქით არის, ხელისუფლებას აბულინგებენ, ხელისუფლების წინააღმდეგ ხდება გარკვეული სიბინძურეების გამოყენება და არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ მიმართულებით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. თბილისის მერის თქმით, „წინა ხელისუფლებასთან შედარებით საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას ამ მიმართულებით დიდი პროგრესი და რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს". „მნიშვნელოვანია და მივესალმები ამ ყველაფერს, რომ არის ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ხედავენ პროგრესს. ჩვენ გვახსოვს წლები, მე არ მიყვარს წარსულში დაბრუნება და წარსულზე საუბარი, თუმცა შედარებითვის მნიშცნელოვანია, გავიხსენოთ და ვისაუბროთ, რა ხდებოდა ქვეყანაში და შემდეგ პარალელი გავავლოთ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ მიმართულებით დღეს. რადიკალურად შეცვლილი და განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, რადიკალურად განსხვავებული ხელწერა აქვს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის უფლებები. შეიძლება, ვიღაცას ჰქონდეს განსხვავებეული მოსაზრება, მაგრამ მას აქვს ამისი უფლება. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ სწორი შეფასებაა გაკეთებული“, - განაცხადა კალაძემ.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)