05:15 - 13 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 12:15:24, 286 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ლიზინგის“ მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

"თიბისი ლიზინგის" მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით "სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

როგორც კომპანიები აცხადებენ, „სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას ორბორბლიან ტრანსპორტზე თამამად გადაჯდომისთვის. 

„მოთხოვნიდან გამომდინარე, 1-ლი ივნისიდან "თიბისი ლიზინგში" ორთვლიანი ტრანსპორტის დაფინანსება გავამარტივეთ, ასევე სპეციალური შეთავაზებები დავგეგმეთ პარტნიორებთან ერთად. ვთვლით, რომ „სკუტერის დღე“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სკუტერის უსაფრთხო მართვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“ - ეკატერინე ანჯაფარიძე, "თიბისი ლიზინგის" ავტომიმართულების ხელმძღვანელი.

“ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან იზრდება ორთვალა ტრანსპორტის პოპულარობა. ამ პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ მოქნილ და თავისუფალ ტრანსპორტზე გადმოსვლის იდეა, მაგრამ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სკუტერი ან მოტოციკლი თავად გამოეცადათ. „სკუტერის დღეებზე“, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში ეზიაროს სკუტერის მართვას და პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე.” – განაცხადა გიორგი მონავარდისაშვილმა, სკუტ სკუტის თანადამფუძნებელმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული დარტყმის შედეგად თურქული კომპანიის გემის დაზიანებას უპასუხა
პარლამენტის წინ კობახიძის პუტინთან ფორუმში მონაწილეობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ფრანკფურტის აეროპორტში ერთ-ერთ მგზავრს 11 000-ზე მეტი დაუმუშავებელი ბრილიანტი ჩამოართვეს
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი