15:46 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 17:36:27, 313 ნახვა

საზოგადოება
ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. 

დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი.

"ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან და მის კლინიკურ ბაზებთან სამი მიმართულებით ვიწყებთ პარტნიორობას, რაც გულისხმობს ბაღების შესაბამისი პროფილის პერსონალის გადამზადებას, ასევე, სპეციალურ შეთავაზებებს ჩვენი პერსონალისა და აღსაზრდელებისთვის, როგორც ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტში სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების აღსაზრდელთა მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა კახა აბულაძემ. 

მემორანდუმის ფარგლებში, ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებენ თბილისის საბავშვო ბაღების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აღსაზრდელები აუტიზმის, ადაპტაციური ქცევის, სენსორული პროფილის, სასკოლო მზაობის, ენა-მეტყველების უნარებისა და სხვა საჭიროების შეფასებისა და კონსულტაციისას. 

გარდა ამისა, დაიგეგმება და განხორციელდება ტრენინგები და სხვადასხვა სასწავლო კურსი ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი