|
2024-08-07 12:40:33, 305 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე - ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2024 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტი მგზავრთნაკადის მოლოდინია. ირაკლი ქარქაშაძის თქმით, იანვარ-ივლისის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტებში მგზავრთნაკადის 28%-იანი ზრდა ფიქსირდება. 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტები 4 047 097 მგზავრს მოემსახურა. “ქართული საავიაციო ინდუსტრია ყოველთვიურად ახალი რეკორდის დამყარებას აგრძელებს. 2024 წლის 7 თვის მონაცემებით საერთაშორისო აეროპორტები მოემსახურა 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს. რაც წინა წელთან შედარებით 28%-იანი ზრდაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახდინეთ და აქტიურად ვაგრძელებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და ტურისტები შემოდიან ახალი მიმართულებებიდან. ველოდებით, რომ წელს ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში 6,5 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოვემსახურებით. აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. სექტემბრის თვეში დიდი სიახლეები გვექნება ავიაკომპანიებთან და ახალ მიმართულებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქტიურად ვაგრძელებთ ქართული საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. გასული თვე ისტორიული მაქსიმუმი იყო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 519 275 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 29% -ით მეტია. ხოლო ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 147 584 მგზავრი გადაიყვანა, რაც 2023 წლის მონაცემებს 48% -ით აჭარბებს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2024 წლის 7 თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი თითქმის მილიონამდე მგზავრს მოემსახურა. იანვარ-ივლისის პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 921 030 მგზავრი და 2 803 რეისი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ოცნება სამშენებლო კომპანიებს საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის ფინანსური პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს
რეჟიმის წარმომადგენელი კვარაცხელია - შეკრების მონაწილეები თუ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა/გეზზე მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
აბიტურიენტები 1-ზე მეტ ფაკულტეტს და უნივერსიტეტს ვეღარ აირჩევენ
სააკაშვილი - როგორ მოხდა, რომ ძირითადად ჯენზის მოწამვლის გასაპროტესტებლად ჯენზი თითქმის არ მივიდა
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)