16:10 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 09:57:26, 375 ნახვა

საზოგადოება
მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის.

"უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით აღმაშენებლის ქუჩიდან დაუკავშირდება მარშალ გელოვანის გამზირს, მარჯვნივ მოხვევით იმოძრავებს პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისკენ, საიდანაც კვლავ გელოვანის გამზირზე გადავა და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.  

რაც შეეხება N327 და N389 ავტობუსებს, რომლებიც ვაშლიჯვრის მიმართულებით გადაადგილდებიან, მდინარე დიღმურას ხიდის ნაცვლად, გელოვანის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ და მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც, მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ ვასო გოძიაშვილის ქუჩისკენ და მგზავრებს არსებული სქემით მოემსახურებიან.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი