|
2024-08-05 13:24:15, 478 ნახვა
საზოგადოება
სწავლობ და ქმნი „თიბისის ტექსკოლაში“
ტექნოლოგიების საუკუნეში გაჩნდა შესაძლებლობა, სწავლის პარალელურად შექმნა საკუთარი პროექტები, დააგროვო ცოდნა და შეუერთდე მსოფლიოს წამყვან კომპანიებს. "თიბისის ტექსკოლა“ სწორედ ის გარემოა, სადაც სკოლის მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით, სრულიად უფასოდ ეუფლებიან ტექნოლოგიებს. ტექსკოლის მიზანია, ახალ თაობას მისცეს საბაზისო ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით და დაეხმაროს მომავალი პროფესიის არჩევაში. ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, შესაბამისად მას საქართველოს ყველა კუთხიდან ჰყავს მოსწავლეები, მათი რიცხვი კი უკვე 1800-ს გადასცდა. ვებგვერდების აწყობა, ვებგვერდების და მობილური აპლიკაციების შექმნა, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია, ციფრული მარკეტინგი ეს ის მიმართულებებია, რომლებსაც პრაქტიკული კურსების მეშვეობით ეცნობიან თიბისის ტექსკოლის მონაწილეები. პროგრამის მრავალი კურსდამთავრებულიდან, ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე ნიკა ბარამიძეა. მე-12 კლასელი ნიკა, ტექსკოლას ბათუმიდან შეუერთდა. ნიკა ფიქრობს, რომ მისი მომავალი პროფესია იურიდიულ სფეროს დაუკავშირდება, თუმცა, ტექნოლოგიების დაუფლება მისი ერთ-ერთი ინტერესია. "ამ დროისათვის ჩემს თავს სხვა სფეროში ვხედავ. თუმცა, თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა სფეროში, საჭიროა პროგრამირება და შესაბამისად, დიდი ალბათობაა იმისა, რომ იგი ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში დამეხმარება" - განაცხადა ნიკა ბარამიძე. ტექსკოლის პროექტი ხორციელდება ჯეოლაბთან პარტნიორობით, კურსები კი შემუშავებულია სანდრო ასათიანის ხელმძღვანელობით. ტექსკოლაში მიღება სექტემბრიდან კვლავ განახლდება, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.tbceducation.ge
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)