|
2024-08-04 11:48:16, 378 ნახვა
საზოგადოება
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, ვეკუას ქუჩაზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად იმყოფებოდნენ. "საინტერესო ღონისძიება ტარდება დღეს თბილისში, დაახლოებით 20-მდე მცირე და საშუალო ფერმერია წარმოდგენილი. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტებიც ინტერესდებიან ჩვენი ქართული გამორჩეული საგემოვნო თვისებების პროდუქციით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას. ქალბატონი ნინო წილოსანი ჯერ კიდევ აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეობისას იყო ამ იდეის ავტორი. ჩვენ რა თქმა უნდა მხარი დავუჭირეთ და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება დღეს ეს ღონისძიება“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ. “მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ფერმერებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. იწყება აგრო ბაზრების საპილოტე პროექტი, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა მათი პროდუქციის გამოფენის, შესაბამისად გაყიდვის, ტურისტების მხრიდან თუ ადგილობრივების მხრიდან დაინტერესების და შესაბამისად თბილისელებისთვისაც ადგილი, სადაც მათ შეეძლებათ სოფლად მოყვანილი პროდუქტი შეიძინონ და დააგემოვნონ. რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახდენს ფერმერების დახმარებას და განსაკუთრებით კი პროდუქციის რეალიზაციის პროცესში აქტიურ ჩართულობას. იმიტომ რომ რეალიზაციაც ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია მათი წარმატების და მივესალმებით ამგვარ ინიციატივებს“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. ღონისძიების სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა მწარმოებლებმა შესთავაზეს ქართული თაფლი, ჩაი, წვენები, ღვინო და სხვადასხვა სახის ტრადიციული ტკბილეული, მათ შორის ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული წესით დამზადებული ყველის ნაირსახეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)