23:10 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-02 16:07:57, 536 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში, სავარაუდოდ, კისტის თოფის ტყვია მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" ექიმზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ბავშვი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მანამდე, 1-ელ აგვისტოს მოზარდი მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" იყო შეყვანილი.

"ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც“,- უთხრა ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა, გია ბიბილეიშვილმა რადიო "მარნეულს". 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics