23:11 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 17:37:40, 487 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

"აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი" - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. 

 “სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის.

ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია , რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით აძლიერებს  იმუნურ სისტემას სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციის პარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი / რეზუსი და ჰემოგლობინის დონე , ხოლო დონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენ დონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის  სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics