|
2016-02-16 18:30:14, 855 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი ლარის შესაძლო დასტაბილურებაზე: ხადურის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა, მათ შორის საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის კურსის მოსალოდნელ გამყარებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის განცხადება რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობოდა. კვირიკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუმარტა, 70 დან 400 მილიონ ლარამდე ადმინისტრაციული და ასევე სხვა ხარჯების შეკვეცა მოხდება და ამ კუთხით ლარზე ზეწოლა შემცირდება. „ფინანსთა მინისტრის განცხადება ეყრდნობოდა რამდენიმე ფაქტორს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იქნება საგადასახადო რეფორმასთან და იმ რეფორმების პაკეტთან, რომლითაც ჩვენ შევდივართ პარლამენტში. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან დაახლოებით 70 დან 400 მილიონ ლარამდე მოხდება როგორც ადმინისტრაციულ ისე სხვადასხვა მუხლებში ხარჯების შეკვეცა და ლარის ზეწოლა ამ კუთხით შემცირდება. დიდ მნიშვნელობა ექნება იმ ნაბიჯებს, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ ვიზიტორების რაოდენობის გაზრდის მიმართულებით და მათ შორის კონკრეტული გაწერილი გეგმა გვაქვს თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ეს იქნება ირანთან სავიზო მიმოსვლის გაუქება, დამატებითი რეისები და ა.შ.“, - განაცხადა კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება. ნოდარ ხადური ელის, რომ ლარის კურსი საშუალოვადიან პერიოდში სერიოზულად გამყარდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)