11:20 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 15:16:41, 884 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - სასამართლომ „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და საქმიანობის მხარდაჭერაში 2 ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და "ქურდული სამყაროს“ წევრობასა და "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებული 2 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ "ქურდული სამყაროს“ წევრი, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირთა მეშვეობით, უკავშირდებოდა სხვადასხვა, ძირითადად "ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებს, რომელთაც უწყობდა "ქურდულ გარჩევებს“ და აიძულებდა ე.წ. ქურდულ საერთოში დიდი ოდენობით თანხები შეეტანათ.

"მუქარის რეალურად აღქმის მიზნით, ერთ-ერთ დაზარალებულს ავტომობილი დაუწვეს, ხოლო კიდევ ერთი დაზარალებულის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელეს.   

პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223’-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), ხოლო ორ პირს  223’’’-ე მუხლის მე-2 ნაწილით ("ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა.

სასამართლომ "ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ ერთ პირს  3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ კიდევ 1 პირს სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. დასაბუთებული განაჩენის მიღების შემდგომ, პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას აღნიშნულ პირთან დაკავშირებით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს”, -  ნათქვამია გენპროკურატურის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics