11:34 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-09 13:47:00, 899 ნახვა

ომი უკრაინაში
პესკოვი - ჩვენ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე არ ვახორციელებთ

კრემლი კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებს თავს არ ესხმის.

მისივე თქმით, თავდასხმა უკრაინული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემით განხორციელდა და არა - რუსულით.

"ჩვენ არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. თავდასხმა ხორციელდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ამა თუ იმ გზით კავშირშია კიევის რეჟიმის სამხედრო პოტენციალთან",- აცხადებს პესკოვი. 

შეგახსენებთ, რუსეთმა კიევზე თავდასხმა გუშინ, 8 ივლისს განახორციელა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, იერიშის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და 117 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
გვარაკიძე: არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
კახაბერ მურადაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics