|
2016-02-16 18:09:33, 692 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია უნდა გაძლიერდეს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საჭიროა, დედოლარიზაციის - ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა, რომელიც რამდენიმე ძირითადი მექანიზმით უნდა განხორციელდეს: · გაძლიერდეს ეროვნული ბანკისადმი საზოგადოების ნდობა · შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია · მოხდეს ლარში გაცემული დენომინირებული სესხების ხელშეწყობა · მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება · გაუმჯობესდეს საკრედიტო ინფორმაციების სისტემები კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ უნდა გაძლიერდეს კომუნიკაცია ეროვნული ბანკსა და საზოგადოებას შორის და ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმატებები მიაწოდოს მოსახლეობას. „აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსური რისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე, რადგან გამართული ფინანსურ სექტორის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)