|
2016-02-16 17:59:00, 843 ნახვა
ეკონომიკა
კობა გვენეტაძე: საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საგარეო ფაქტორებმა მოახდინა გავლენა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის კობა გვენეტაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე საგარეო ფაქტორებმა მოახდინა გავლენა და ამის უგულებელყოფა არ უნდა მოხდეს. "მოგეხსენებათ, ნავთობზე ძალიან დიდი ფასების ვარდნა მოხდა. ის სავალუტო დინებები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის, აუცილებელია იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს და მისი სტაბილურობა შედარებით იქნას შენარჩუნებული. ბევრ ქვეყანში მოხდა ეკონომიკის შემცირება. შესაბამისად, ქართულ პროდუქციაზეც და ექსპორტზეც მოხდა მოთხოვნის შემცირება. გადმორიცხვები მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში სავალუტო დინებებისათვის. მოგეხსენებათ რუსეთისა და საბერძნეთის ფაქტორები. აქედან გამომდინარე, ალბათ შეუძლებელი იყო, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და არ ასახულიყო საქართველოს სავაჭრო და საგადასახადო ბალანსზე. აქ სხვადასხვა მიმართულებებია. ანუ იყო ფაქტორები, რომლებიც დადებითად მოქმედებდა... მაგალითად ნავთობის ფასის ცვლილება და შემცირება, ერთის მხრივ ძალიან კარგია საქართველოს საგადასახადო და სავაჭრო ბალანსისათვის, რათა უფრო ნაკლები ვალუტა გვჭირდება გადავიხადოთ, მაგრამ დავაკვირდეთ მონეტის მეორე მხარესაც, როდესაც რუსეთში მცირდება ასეთ დონეზე შემოდინებები, ნავთობიდან მიღებული სახსრები , ქართველ მოსახლეობას, რომლებიც იქ არიან დასაქმებული, უკვე აღარ აქვთ იმდენი საშუალება, რომ გადმორიცხონ. ანუ იყო პლიუსები და მინუსები. ნავთობის ფასების შემცირებამ ინფლაციაზე შემამცირებელი გავლენა იქონია“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ. ცნობისთვის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კობა გვენეტაძეს უსმენენ. შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად კობა გვენეტაძე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)