09:39 - 22 Sep, 2026
|
2016-02-16 11:26:07, 706 ნახვა
ეკონომიკა
ქართულ ბაზარზე სამი უმსხვილესი ირანული ავიაკომპანია შემოდის
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია, „ტავ ჯორჯია“, სამ უმსხვილეს ირანულ ავიაკომპანიასთან -„Mahan Air”, „ATA Airlines” და „Qeshm Airlines”-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „ტავ ჯორჯია“-დან აცნობეს. კოპმანიის ინფორმაციით, ავიაკომპანია „ATA Airlines” ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნებას თებერვლის ბოლოდან გეგმავს, ხოლო „Mahan Air” და „Qeshm Airlines” თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თეირანის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს სავარაუდოდ მარტის თვიდან შეასრულებენ. ცნობისთვის, “ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი მოღვაწეობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)