|
2024-06-21 16:40:09, 413 ნახვა
საზოგადოება
სალაშქრო ფესტივალს აჭარა ივლისის ბოლოს უმასპინძლებს
პირველ სალაშქრო ფესტივალს აჭარა 23-28 ივლისს უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ფესტივალის მონაწილე 100-მდე მოლაშქრეს საშუალება ექნება აჭარის ალპურ ზონაში მდებარე 45 კილომეტრიანი მარშრუტი დალაშქროს. „ზღვიდან მთამდე“ ასე ჰქვია ფესტივალს, რომლის სალაშქრო მარშრუტი ჩირუხის მთიდან დაიწყება და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. ფესტივალს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ატარებს. "ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალის მონაწილეებს რეგისტრაციის გავლა პირველი ივლისიდან ფესტივალის გვერდზე https://infoajara.com/ka/hiking-festival შეუძლიათ. აქვეა განთავსებული ინფორმაცია პროგრამის და დასალაშქრი მარშრუტის შესახებ. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)