15:52 - 13 Aug, 2026
|
2024-06-18 15:48:43, 520 ნახვა
საზოგადოება
სემეკი - წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სემეკის ცნობით, გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ. "გეგმური სამუშაოები განახლდება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდეგ ნომერზე: 16 216", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)