|
2024-06-18 13:58:15, 311 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგეობასა და ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა
ვაკის რაიონის გამგეობასა და პოლონეთის ქალაქ ლომჟას მერიას შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. ორ მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საფუძველი ქალაქ ლომჟას დღესასწაულის - „ლომჟას დღეების“ ფარგლებში ჩაეყარა. ვაკის რაიონისა და სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტების დელეგაციები ლომჟას მერს, მარიუშ შრზანოვსკის შეხვდნენ, თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. როგორც ლომჟას მერმა აღნიშნა, პარტნიორი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობა ლომჟას დღეების აღნიშვნაში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობაა, რაც ერთობლივი ღირებული პროექტების განხორციელების წინაპირობაა. „იმედი მაქვს, რომ მეგობრობა, რომელიც დაიწყო ჩვენს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერით, განვითარდება ეკონომიკურ, სამეცნიერო და კულტურულ დონეზე“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ. ვიზიტის ფარგლებში, დავით კვინიკაძე ლომჟასთვის მმართველობის უფლების მინიჭების 606 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრო. გარდა ამისა, ვაკის რაიონის გამგეობის დელეგაციამ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში მიიღო, გაეცნო ლომჟას მუნიციპალიტეტის მმართველობის სპეციფიკას, ქალაქის ისტორიასა და ტრადიციებს.- ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)