|
2024-06-18 12:24:09, 345 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან მედლებით დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქართველმა სამხედრო პარა-სპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. "სამხედროებს წარმატებული ასპარეზობა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედრო პარა-სპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროებმა, ვეტერანებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)