|
2024-06-17 15:59:36, 370 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მიმდინარეობს
მიხეილ თამარაშვილის გამზირსა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე პანდუსი ეწყობა, რომლის საშუალებითაც ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირზე პირდაპირ გასვლა იქნება შესაძლებელი. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება. ზოგადად, არსებული გზა პრობლემას წარმოადგენდა, წინააღმდეგობაში მოდიოდა ავტობუსებთან, იქმნებოდა საცობი. ახალი პანდუსი დაარეგულირებს ამ ყველაფერს. აღნიშნული პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საყრდენი კედლების მშენებლობა, ასევე, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, მოეწყობა ტროტუარი და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ახალი სატრანსპორტო კვანძი დარეგულირებული იქნება შუქნიშნებით, რაც უფრო უსაფრთხოს და კონფორტულს გახდის როგორც ქვეითთა, ასევე, ავტომობილების გადაადგილებას. ადგილზე თბილისის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)