|
2024-06-17 13:57:38, 406 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს
თბილისის მერიის ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამებზე რეგისტრაცია ეტაპობრივად ვებგვერდზე: www. youthtbilisi.ge განხორციელდება. „თბილისის მერია, ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად ახორციელებს მასშტაბურ საზაფხულო ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. წელსაც ტრადიციულად განხორციელდება ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს თბილისში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობების შეთავაზებას. პროგრამებზე რეგისტრაცია განხორციელდება ეტაპობრივად ვებგვერდზე - www. youthtbilisi.ge. პროგრამის ფარგლებში, გაიმართება შეჯიბრებები ჩოგბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ტირში, ბილიარდში, კარტინგში, აგრეთვე ლაშქრობები თბილისის გარშემო“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, 2023 წელს საზაფხულო-ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 4 000-მა ახალგაზრდამ, მიმდინარე წელს კი, სავარაუდოდ, 5 000-მდე მონაწილე იქნება. „მნიშვნელოვანია, რომ წელს დაგვემატა ახალი მიმართულებებიც. მათ შორის, პროგრამირების ბანაკი, სადაც ახალგაზრდები ისწავლიან ვებგვერდების შექმნას და მართვას, ინგლისური ენის ბანაკი, კიბერ სპორტის ბანაკი, ბანაკი ხელოვნური ინტელექტის თემატიკაზე, ბანაკი სპეციალური საჭიროებების მქონე ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა ინოვატორთა ბანაკი, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ინოვაციური სამეწარმეო იდეების განვითარებას, ახალგაზრდა მოხალისეთა ბანაკი, თეატრალური და კინოხელოვნების ბანაკები, გაცვლითი ბანაკი ფრანგი და ქართველი ბავშვების ჩართულობით და ახალგაზრდა სპორტსმენების საზაფხულო პროფესიული შეკრებები. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულებით უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)