|
2024-06-17 12:29:13, 363 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ნასარიძე - „ველოდებით წარმატებულ ალოობას“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავებასა და რეალიზაციაში ხელის შეწყობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის მნიშვნელობას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება. „ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, წლების განმავლობაში, აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას. ამ პროგრამამ შედეგი გამოიღო და შარშან, მოსავლის აღების პროცესში, ფაქტობრივად, პრობლემა აღარ გვქონია. წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვლეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება. „ფერმერებთან გამართული შეხვედრა მიმდინარე და საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა - როგორიც არის მოსავლის აღება, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის დაბინავება. უკვე დაიწყო ალოობა და დარწმუნებული ვართ, რომ აუღებელი მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება“, - განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა. ადგილობრივი ფერმერები ხორბლის მოსავლის აღების შტაბის შექმნას მიესალმებიან. ფერმერს, ლაშა გონაშვილს, რომელიც ხორბლის და ქერის მწარმოებელია, მოსავლიანობის და ხარისხის კუთხით დადებითი მოლოდინები აქვს. „უკვე აქტიურ ფაზაში შედის მოსავლის აღება და ამ ეტაპზე კარგი მოლოდინები გვაქვს. ფერმერების ინფორმირებულობა მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, შეფერხებების შემთხვევაში, ვის და სად უნდა მივმართოთ“, - აღნიშნა ლაშა გონაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ დედოფლისწყაროს სერვის ცენტრში მობილიზებული მოსავლის ამღები ტექნიკა დაათვალიერა და შირაქის ველზე ქერის აღების პროცესს გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თვის დასაწყისიდან მეორედ შეუტია
RP: რუსეთი პოლონეთში მასშტაბური დივერსიული თავდასხმას ამზადებდა, რათა უკრაინა დაედანაშაულებინა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მატან კაჰანა ისრაელის ქნესეთის სპიკერი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



