16:10 - 31 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 17:20:05, 498 ნახვა

პოლიტიკა
ადმინისტრაცია - მავნებლური საქციელით ცდილობენ, ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და საზოგადოება პრეზიდენტის მიმართ უარყოფითად განაწყონ

მავნებლური საქციელით ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაა". 

"სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის როგორც პიროვნული, ასევე ინსტიტუციური დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა. ეს არის მავნებლური საქციელი, რითაც ცდილობენ, მთელი ქვეყნისთვის საყვარელი ფეხბურთელები და მთლიანად საზოგადოება უარყოფითად განაწყონ პრეზიდენტის მიმართ. ყველანაირი სპეკულაცია აქტებსა თუ განკარგულებებზე არის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა. 

სირცხვილია, როცა ეს ხდება ასეთი ისტორიული მატჩის წინ. ახლა ჩვენი ფეხბურთელების ირგვლივ უნდა სუფევდეს ხალხის ერთობა და საზეიმო განწყობა, მათ სჭირდებათ მთელი ქვეყნისგან, ყველა ინსტიტუტისგან თანადგომა და გამხნევება. ეს ერთობა არსებობს და ვერანაირი მდაბიო მცდელობა ამას ვერ შეარყევს. წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებთ ჩვენს ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე.

რაც შეეხება დაჯილდოებას, ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი პირადად დააჯილდოებს სექტემბერში, ორბელიანების სასახლეში, ეს იქნება სახალხო ზეიმი",- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, ფეხბურთელები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

13 ივნისს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციტიავას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამოხმაურებია.

იმავე დღეს, პაპუაშვილმაც აღნიშნა, რომ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთენლო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებული დოკუმენტისთვის ზურაბიშვილს ხელი არ მოუწერია.

"ქართული ოცნების" ლიდერების აღნიშნულ განცხადებებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და განმარტა, რომ ზურაბიშვილმა ფეხბურთის ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემა კი, სექტემბერში გაიმართება. გამოქვეყნდა პრეზიდენტის განკარგულებებიც - N23/05/02 და N23/05/01, სადაც იმ პირების სიაა, ვინც ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ.

დღეს, 16 ივნისს კალაძემ თქვა, რომ განკარგულებაში "ბევრი ადამიანია გამოტოვებული" და რომ "ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ ორდენები, როცა თავიანთი კოლეგები, ვისთან ერათადაც იბრძოდნენ, გამოტოვეს".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული სპეცსამსახურების პოლიგონად ქცეული საქართველო
ოცნების აღვირახსნილი კორუფცია და თავისუფლებაზემყოფი ბიუჯეტის ქურდები
გაზრდილი მშპ და კატასტროფული ინფლაცია - ეკონომიკის მადგომარეობა 2025 წელს
ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი