15:37 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-31 12:11:07, 285 ნახვა

ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას

გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს მომხდარზე. აღნიშნულის შესახებ მისი ძმა გიგლა ლოცულაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.

„დიდი მადლობა ვინც გულწრფელი მხარდაჭერა გამოხატა ჩემდამი.

რაც მოხდა საშინელება იყო. მთავარი არის ის, რომ ეს ადამიანები დღეს უკვე დასჯილები არიან.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს , ვინც ამ ამბით სათავისოდ გამოყენებას ცდილობს და ჩემი ამბით გამოჩენა უნდა ნუ გამოიყენებთ ჩემს მდგომარეობას თქვენს სასიკეთოდ .

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ჩემს ნაცვლად აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს. გთხოვთ, ნურავინ ისაუბრებს ჩემს ნაცვლად

და ეს ფაქტი რაც მოხდა მომავალშიც იქნება მაგალითი სხვებისთვის რომ დაუსჯელი არავინ დარჩება , ვინც ასე მოიქცევა" - წერია გავრცელებულ პოსტში.

 დღეს სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნაცემი ახალგაზრდის უფლებადამცველმა ლაშა ტყეშელაძემაც. მისი თქმით, ის აღარ იქნება პაპუნა ლოცულაშვილის ადვოკატი და საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს.

"მინდა საზოგადოებას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. ყველას დიდი მადლობა  დღეიდან მე აღარ ვარ პაპუნას ადვოკატი. აღნიშნული საქმის წარმოებას საქართველოს ბანკის იურისტი გააგრძელებს." - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

გორის ინციდენტში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილის მამიდამ (ლია ლოცულაშვილმა) მედიასთან ორი ძირითადი განცხადება გააკეთა.

პირველ ეტაპზე, მომხდარი ფაქტის შეფასებისას, მან აღნიშნა, რომ პაპუნა მისი გაზრდილია და ის არავის არაფერს დაუშავებდა: 

„მე გავზარდე, მთელი მეათე სკოლა ფეხზე დგას, ჩემი გაზრდილი შვილი არავის არაფერს დაუშავებდა, ყველა გაოგნებულია“. 

მოგვიანებით, სამართალდამცველების დაკავებისა და საქმის პოლიტიზების მცდელობის პასუხად, მან ტელეკომპანია „ქრონიკასთან“ განმარტა, რომ საქმეში საგამოძიებო უწყებებია ჩართული და ოპოზიციის მხარდაჭერა არ სჭირდება: 

ლია ლოცულაშვილმა კადრებზე დაყრდნობით გამოძიების ობიექტურად წარმართვისა და დამნაშავეების დასჯის იმედი გამოთქვა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქმეს სათანადო ორგანოები სწავლობენ, უარყო ოპოზიციის ჩარევა და აღნიშნა, რომ მომხდარს გარკვეული პირები საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ. 

აპუნა ლოცულაშვილის ძმამ, გიგლა ლოცულაშვილმა ტონი 6 პოლიციელის დაკავების შემდეგ დაარბილა. კითხვაზე, საკმარისია თუ არა 6 პოლიციელის დაკავება, ის ასე პასუხობს:

„შესაბამისი სამსახურები გაარკვევენ, პროკურატურა იძიებს საქმეს და პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რამდენი პირია დასაკავებელი და დასასჯელი ამ ამბავზე. ერთი რაც მაინტერესებს, ჩემს ძმას მოუხსნან ბრალეულობა. რაში სდებენ ბრალს? გამოუშვეს ბრალდებულის სტატუსით და რაშია ბრალდებული ჩემი ძმა, ვერ ვხვდები",- განაცხადა ლოცულაშვილმა.

27 მაისს პოლიციამ გორში პაპუნა ლოცულაშვილზე იძალადა; თავდაპირველად პოლიციამ იგი დააკავა, ჟურნალისტების მიერ გადაღებული ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ კი პროკურორმა მისი იზოლატორიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება გრძელდება; კაცს ედავებიან პოლიციელზე ძალადობას - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება;

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, 28 მაისს განაცხადა, რომ მოქალაქე საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული და ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

პოლიციელების წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით;

გორში მომხდარი ძალადობის საქმეზე 28 მაისს ექვსი პოლიციელი დააკავეს. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ; დაკავებული პოლიციელები არიან: ვლადიმერ გოდერძიშვილი, ვანიკო მისირელი, გიორგი (ზაკო) წკრიალაშვილი, ალექსი ბადალოვი, ბესო მალაციძე, საბა წაველიძე;

პოლიციელების მიერ ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილი 27 მაისს კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი; ის 29 მაისს, გვიან ღამით, კვლავ მოხვდა კლინიკაში. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ამბობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია;

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics