17:03 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-16 12:26:32, 410 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად - გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1 100-ზე მეტ მოსწავლეს, 400-ზე მეტ მშობელს, მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგების, ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების და ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

"შეხვედრების ფარგლებში, ასევე, ხაზი გაესვა, სახელმწიფოში მოქმედი რეფერირების პროცედურების ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას.

ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია, კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესეების კონკურსის შესახებ, რომლის გამოგზავნაც შესაძლებელია adamianisuflebebi@mia.gov.ge ელექტრონულ ფოსტაზე, 2024 წლის 26 ივნისის ჩათვლით. ასევე, გადასცეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით დამზადებული ბრენდირებული საჩუქრები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics