18:53 - 22 Oct, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 17:42:41, 300 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ წლიური ანგარიშის წარდგენისას, აჭარაში მიმდინარე და დასრულებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წლის ანგარიში წარუდგინა, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ მნიშვნელოვან, მსხვილ პროექტებზე, რაც ბათუმში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი კობახიძეს და ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"გახსოვთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავხსენით ჟიული შარტავას სახელობის განახლებული გმირთა ხეივანი, ასევე დასრულდა „ოცნების ქალაქის" პირველი ეტაპი. ასევე, დავასრულეთ ჩაქვში ძალოსნობის ბაზა და პირადად ვნახე ის პროგრესი, რომელიც გვაქვს მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის საბოლოო ეტაპის სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაო ტემპის გათვალისწინებით, ეს პროექტი წელს აუცილებლად დასრულდება.

ეს ყველაფერი მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტით და რესპუბლიკური ბიუჯეტით არ კეთდება და ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს როგორც საქართველოს მთავრობისგან, მინისტრებისგან ასევე, პირადად ბატონი პრემიერისგან და მას კიდევ ერთხელ  დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან ერთად, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

„ასევე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო აჭარაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. „ოცნების ქალაქი" ვახსენე და, ალბათ გახსოვთ ყველას, რომ წლების წინ მე ვთქვი, რომ ამ საკითხის გადაჭრა იქნებოდა ჩვენი მთავრობის ღირსების საკითხი,  და ნამდვილად, გულწრფელად მიხარია, რომ უკვე 582 ოჯახი დაკმაყოფილდა ბინებით. ასევე ნახეთ, ამ ქვეყნის და ამ ხალხის მიმართ მტრულად განწყობილმა რადიკალურმა ძალებმა და მათთან შეხმატკბილებულმა ტელევიზიებმა რამდენი ჭორ-მართალი და რამდენი სიყალბე მოიგონეს, რომ როგორმე ჩრდილი მიეყენებინათ ამ პროექტისთვის.

ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რომელიც ბათუმს უკავშირდება გახლავთ ავარიული სახლები. ჩვენ აქაც ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა საქართველოს მთავრობისგან.  დავამტკიცეთ მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე". ამ ეტაპზე 10-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა. შემდეგი 2 წლის განმავლობაში, 3000-ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეა, ვინაიდან გესმით, რომ წლების წინ აშენებული შენობები, მრავალბინიანი კორპუსები, ე.წ. ხრუშჩოვკები და ა. შ. ამორტიზაციის პერიოდს გასცდა და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ სწორად ჩავანაცვლოთ ეს პროექტები", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.  

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული „განახლებული რეგიონების პროგრამის" ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში.

„მინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ვინაიდან ეს დიდი მხარდაჭერით და მათი უშუალო ჩართულობით ხორციელდება და მადლობა მათ კიდევ ერთხელ.

პროექტებს რაც შეეხება, ქობულეთში უკვე დასრულდა ბულვარის მშენებლობა „განახლებული რეგიონების პროგრამის" ფარგლებში. ხელვაჩაურში მოეწყო ახალი მოედნები, ბავშვთა გასართობი სკვერები, ხულოში მოვახდინეთ ქუჩების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შენარჩუნებულია ავთენტურობა, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი გვყავდეს მაღალმთიან აჭარაში და კერძოდ, ხულოში. ასევე, მოხდა დაბა ქედის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია. ასევე, ძალიან მალე დასრულდება შუახევში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მილიარდამდე ევროს ოდენობით სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა
200 მოსწავლე, 30 სტიპენდიატი - „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის STEM სკოლაში მეოთხე ნაკადზე სწავლა დაიწყო
პრემიერი - ღარიბაშვილმა კონკრეტული ადამიანისგან პირადად მიიღო გზავნილი - მოგვიწია წნეხის გაძლება, რომ ქვეყანა ომისგან გადაგვერჩინა
ისანში მკვლელობა მოხდა - პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ომი უკრაინაში

არჩევნები 2024
ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics