16:14 - 22 May, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-14 16:32:07, 445 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - აჭარის განათლების სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 140 მლნ ლარით განისაზღვრა

აჭარის უმაღლეს საბჭოში ანგარიშის წარდგენისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განათლების სფეროს მიღწევებზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია.

"აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის ბიუჯეტი - 140 621 000 ლარით განისაზღვრა. განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები ინფრასტრუქტურის შექმნის, კადრების მომზადების, ახალგაზრდების ხელშეწყობის მხრივ.

აღსანიშნავია, რომ აქტიურად გრძელდება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება.

2024 წელს ჯამში 125 საჯარო სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით 2024 წელს 40 მლნ ლარი გამოიყო", - განაცხადა რიჟვაძემ.

ზოგადი საბაზისო განათლების კუთხით სკოლებში ხორციელდება საჯარო სკოლების მატერიალური ბაზის გაუმჯობესება. თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა 26 საჯარო სკოლა. 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3 075 000 ლარია. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 20 საჯარო სკოლის სასკოლო ინვენტარით და ტექნოლოგებით აღჭურვა, 10 სკოლის სასკოლო ლაბორატორიით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქში 560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის" ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის დაწყებაზე. ამასთან, პროექტი 50 სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 17 მლნ ლარს შეადგენს, 2024 წელს დასრულდება.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე ისაუბრა სტუდენტთა დახმარების პროგრამაზე. აღნიშნა, რომ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 2023 წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლება დაუფინანსდა 954 სტუდენტს. ასევე, სტუდენტთა მოტივაციის გაზრდის მიზნით დაფინანსდა  70% - 100% გრანტის მფლობელი 131 პირველკურსელი.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით გამოყო უმაღლესი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების და სტუდენტების სწავლის დაფინანსების კუთხით მიმდინარე პროექტები.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bentley Exhibitions - თემო რეხვიაშვილის ფერწერა
უკრაინის დაზვერვა - ხერსონში აფეთქდა მანქანა, რომელშიც რუსი ოფიცრები ისხდნენ
უშბაზე ექსპედიციის დროს, მთამსვლელი და სამთო გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა
ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკავშირის ელჩს საქართველოში ჩვენი სრული მხარდაჭერა და ნდობა აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი