|
2024-06-13 10:48:04, 360 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, თბილისის მერია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციას იწყებს
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი სამ ნაწილად განხორციელდება - პირველი და მეორე ეტაპი 15 ივნისიდან დაიწყება, ხოლო მესამე ეტაპი მომავალ წელს არის დაგეგმილი. „ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ბაგების დასახლების ახალ საავტომობილო ხიდამდე არსებულ მონაკვეთში ჩატარდება. პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ მონაკვეთებში გზის გაგანიერებას, ქვეითებისთვის ტროტუარის მოწყობა-მოწესრიგებას. პროექტი სამი მონაკვეთისგან შედგება. პირველ ეტაპზე, ორი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, მესამე ეტაპი კი მომავალ წელს განხორციელდება, რაც სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზის მონაკვეთის გაგანიერებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას მოიცავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება. „რაც შეეხება ამ ორ მონაკვეთს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალ ღამით დაიწყება და 1 300 მეტრ სიგრძის ტერიტორიაზე განხორციელდება. აქ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება, ელექტროგადამცემ ხაზებს მიწის ქვემოთ ჩავიტანთ. დამონტაჟდება გარე განათების ბოძები LED სანათებით. ტერიტორიაზე გაჩნდება საპარკინგე ადგილები. დღეს ძალიან ქაოსური და მძიმე მდგომარეობაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ნორმალურად ვერ ახერხებს, ქვეითად მოსიარულეები ეტლით ბავშვს ვერ ასეირნებენ და ა.შ. ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მცხოვრებლებთან და ამ დღეებში კიდევ გვექნება. მათთვის სპეციალური საშვები დარიგდება, რომ მოსახლეობამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)