|
2024-06-13 10:34:39, 376 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციტიავას პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ პირველ ეტაპზე, ჯგუფიდანაც გავალთ. ეს არის დიდი შრომის შედეგი, რომელსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა, ნაკრების თითოეულმა წევრმა, სახელმწიფოს ხელშეწყობით მიაღწია. მე ყოველთვის გვერდით ვუდგავარ ქართულ ფეხბურთს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და საქალაქო სამსახურების ჩართულობით, მომავალშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, ნაკრების წევრებს დაფასება და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით. ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დღემდე არ გამოხმაურებია ამ ინიციატივას. მინდა, მთელი გულით ვუსურვო მათ გამარჯვება და წარმატება ევროპის ჩემპიონატში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების თამაშების პირდაპირი ჩვენება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)