|
2024-06-06 13:43:56, 377 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე კახა გულედანთან ერთად, ბაქოს მერს ელდარ აზიზოვსა და განჯის მერს ნიაზი ბაირამოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ასევე, თბილისსა და ბაქოს, როგორც დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. დედაქალაქის მერმა ბაქოელი და განჯელი კოლეგები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ „თბილისობის“ დღესასწაულზე მოიწვია. „თითოეული აზერბაიჯანელისთვის ქართველი ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას თქვენს ქვეყანაში მცხოვრები აზერბაიჯანელების მიმართ დამოკიდებულებისთვის. მსოფლიოში ყველა ქვეყანა გამოწვევების წინაშეა, ეს ეხება ჩვენს ქვეყნებსაც. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების დამყარება. ნებისმიერ წარმატებას საფუძვლად უდევს ადამიანური ფაქტორი. მე ყოველთვის მახარებს თქვენთან შეხვედრა. მიხარია, რომ აქ ვარ“, - განაცხადა ელდარ აზიზოვმა. ბაქოსა და განჯის მერები თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმის ფარგლებში იმყოფებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)