|
2024-06-06 13:11:57, 316 ნახვა
საზოგადოება
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ მუშაობა დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, პუნქტის მუშაობის შეჩერება საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო (მდინარე "დევდორაკში“ დამონტაჟებული საზომი დეტექტორიდან, შემოსული სასიგნალო შეტყობინების საფუძველზე, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს) საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგის" მუშაობა დროებით შეჩერებულია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. საფრთხის მოხსნის შემდეგ (ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე), საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება",- ნათქვამია განცხადებაში.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)