|
2024-06-05 15:55:03, 473 ნახვა
საზოგადოება
ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბაკურციხე-გურჯაანის გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გამოყენებით განხორციელდება. "ბაკურციხე-წნორის შემოვლითი ახალი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საჭიროა განხორციელდეს ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის და ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო კვანძის დაერთების სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა, ერთი კვირის განმავლობაში, ბაკურციხე-გურჯაანის საავტომობილო გზის დაკეტვა, რათა სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უმოკლეს დროში მოძრაობის უსაფრთხოების სრული დაცვით. აღნიშნულ პერიოდში საავტომობილო მიმოსვლა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გამოყენებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)