|
2024-06-05 14:44:59, 330 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და RSMED პროექტი რეგიონებში ბიზნესის განვითარების პროგრამას ახორციელებენ
"საქართველოს ბანკი", როგორც რეგიონების ხელშეწყობაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, მხარს უჭერს საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების (RSMED) პროექტს, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, Swisscontact-ის, Mercy Corps-ისა და Springfield Center-ის კონსორციუმის მიერ ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, "საქართველოს ბანკის" პარტნიორ, რეგიონულ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ უფასო კონსულტაციები და სხვა უპირატესობები, რაც ფინანსური საკითხების სწორად წარმართვაში, დამატებითი რესურსების მოზიდვასა და საქმიანობის გაფართოებაში დაეხმარებათ. პროგრამა ითვალისწინებს საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომსახურების გაწევას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: • კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასება და ფინანსური მოდელის შემუშავება; • პროდუქტების ან სერვისების თვითღირებულების დათვლა; • კომპანიის / ბიზნესის ანალიტიკა და რეკომენდაციების გაწევა; • კომპანიის გაფართოების ან სხვა საკითხებში სარგებლიანობის გამოთვლა; • სხვადასხვა ფინანსური ანგარიშგების მომზადება. „რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსური საკითხების, მათ შორის ანგარიშგებების მოწესრიგება გამოწვევად რჩება, სწორედ ამიტომ, "საქართველოს ბანკი" მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, „რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტში“ (RSMEDP) ჩართვით, შეაფასონ საკუთარი კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, დახვეწონ ფინანსების მართვასთან დაკავშირებული პროცესები და გადადგან ნაბიჯები გაფართოებისკენ. ჩვენ არ ვჩერდებით და მხარს ვუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს, განსაკუთრებით კი რეგიონებში მომუშავე კომპანიებსა და საწარმოებს, მისცემს სტიმულს, გაძლიერდნენ, ჩამოყალიბდნენ მდგრად ბიზნესებად და ამით საკუთარი წვლილიც შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში“, - ამბობს რუსუდან ბარათაშვილი, "საქართველოს ბანკის" მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. "საქართველოს ბანკის" ბიზნეს მომხმარებლებს პროექტში ჩართვა შეუძლიათ ბმულიდან. თუ ჯერ არ ხართ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ .
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)