20:38 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 10:53:44, 430 ნახვა

საზოგადოება
„ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა“ - მამაკაცი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხენებით სეირნობის დროს, მოქალაქეს ცხენმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და უგზოობის გამო, თანმხლები პირები ვერ ახერხებდნენ მის გამოყვანას.

"მოქალაქის სამედიცინო პუნქტში გადაყვანის მიზნით, სამაშველო ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. მეხანძრე-მაშველების მიერ უმოკლეს დროში მოხდა მოქალაქისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და შემდგომ მისი თბილისში, ვერტმფრენით გადმოყვანა.

ამ დროისთვის მოქალაქე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics