21:47 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 11:22:47, 386 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, მარჯანიშვილის თეატრში „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება

ბაზისბანკის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 4 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, რეჟისორ ადრიან ჯურჯეას სპექტაკლის „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება.

"La Venexiana", მე-16 საუკუნის ანონიმური ვენეციელი ავტორის კომედიური პიესაა, რომელიც 1535-1550 წლებში დაიწერა და მოიაზრება, როგორც რენესანსის ხალხური თეატრის შედევრი. 1920-იან წლებში აღმოჩენილი ეს სპექტაკლი ცნობილია იმ პერიოდის ვენეციის კულტურული და სოციალური დინამიკის განსაკუთრებული ასახვით, აღწერს ქალაქის წეს-ჩვეულებებს, ენას და სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის ურთიერთობას.

სპექტაკლის რომანტიული და გარკვეულწილად სარისკო შეთქმულება მოიცავს სხვადასხვა სოციალური ფენის პერსონაჟების რთულ ურთიერთკავშირს. მის ცენტრში მოქცეულია ორი ვენეციელი ქალი - მდიდარი ქვრივი ანჯელა და ახალგაზრდა დიდგვაროვანი ვალერია, რომლებსაც ერთი და იგივე ახალგაზრდა, ჯულიო შეუყვარდებათ და მის მონადირებას ცდილობენ, რაც იწვევს იუმორისტულ და რთულ, ჩახლართულ სიტუაციებს, ისინი იკვლევენ სურვილების, ცდუნებისა და სიყვარულის თანმდევ გამოწვევებს.

„ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.  მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს”, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics