|
2024-06-04 11:05:13, 356 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბრუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია გაიმართა
ბელგიის დედაქალაქ ბრუსელში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია - Georgian Natural Wine Day (ქართული ბუნებრივი ღვინის დღე) გაიმართა, რომელზეც სხვადასხვა სახეობის 10 ქართული ღვინო იყო წარდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, დეგუსტაციას 1 000-მდე სტუმარი, მათ შორის, ჟურნალისტები, ბლოგერები, კომერციული სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. "ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის FLOW SRL ორგანიზებით გაიმართა. ქართული ღვინის მსგავსი მასშტაბური წარდგენა ბრუსელში მიმდინარე წლის ივნისის ბოლოსაც გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)