|
2024-06-04 10:48:55, 348 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები გორში მდებარე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. "დეპუტატები პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 და მე-14 ბატალიონების ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. პარლამენტარებმა მოინახულეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით არის აღჭურვილი. მოგვიანებით, სტუმრებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, დეპუტატები უწყების საქმიანობას რეგულარულად ეცნობიან და საქართველოს მასშტაბით სამხედრო ბაზებს სტუმრობენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)