|
2024-06-03 15:18:19, 422 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბოტანიკურ ბაღში, 4 ივნისს, 10:00-დან 11:00 საათამდე, საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები იუ კომაკი და ტოშიკო ონერი. "იაპონური ჩაის ცერემონიაზე, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა (ჩადო), სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურად მზადდება. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი დაესწრებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. დაინტერესებულ პირებს მხოლოდ ბაღში სტუმრობის საფასურის გადახდა მოუწევთ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)