12:19 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 14:52:53, 368 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების მიწოდების გამარტივებაზე ვმუშაობთ

ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის, ჩვენ გვაქვს მუშაობა დაწყებული. ჩვენ, პერმანენტულად ვხვდებით პაციენტებსა და იმ კლინიკებს, რომლებიც მათ სერვისებს აწვდიან. შეხვედრებზე გამოიკვეთა გარკვეული უხერხულობა მიწოდების ჯაჭვის გამართულობასთან დაკავშირებით, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი მოდელით, ქიმიოთერაპიის კურსის ჩასატარებლად,  პაციენტებს უწევთ ჯერ რეცეპტის მიღება და ქსელში, სასურველი პრეპარატის მოძებნა, შემდეგ უკან, კლინიკაში და მკურნალობის მიღება. მისივე თქმით აღნიშნული პროცესი, ონკოლოგიური პაციენტისთვის საკმაოდ რთულია და დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული. 

„ჩვენ ჩავთვალეთ შესაძლებლად, რომ ამ თემაზე მუშაობა დაგვეწყო და რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი, გაცილებით მარტივი და იოლად ხელმისაწვდომი გამხდარიყო ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების სასურველი სერვისის ადგილზე მიღება. გვაქვს გარკვეული იდეები, მოსაზრებები, რომელიც გავცვალეთ კერძო სექტორთან, სერვისების მიმწოდებლებთან და ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტულ ინიციატივა. ვფიქრობ, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში, მივაღწევთ იმას, რომ დადგინდება და განისაზღვრება ახალი მეთოდოლოგია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრმა, ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის შეიქმნის საკითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პატარა პაციენტებს ადგილზე მიაწოდოს მაღალი ხარისხის სერვისი. 

„რაც შეეხება ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ცენტრის შემქნას, ამ იდეასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა ეს გახლავთ საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხი. განიხილება რამდენიმე ვერსია ამ მიმართულებით. 

ონკოლოგიური დიაგნოზი, რა თქმა უნდა სასურველია, რომ პირველ რიგში არავის ემართებოდეს და თუ ვინმეს დაემართება, ამ შემთხვევაში, საქართველოშიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მკურნალობა, იგივე ხარისხით როგორიც ეს ხელმისაწვდომია ნებისმიერ განვითარებულ უცხოურ სახელმწიფოში. ჩვენ ამ კუთხით გვექნება გარკვეული ინიციატივები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროექტი რეალურად განხორციელდეს“, - განცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics