|
2024-06-03 14:42:02, 354 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2024“ გაიმართა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩემპიონატი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2024“ გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა და 16 გუნდი მონაწილეობდა. საპრიზო I ადგილი დაიკავა გუნდმა Scooby, II ადგილი - Dunkenstein , ხოლო III ადგილი - Mamba. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ფინალურ თამაშებს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. "ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი კონკურსი გაიმართა. ნომინაციის „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული დავით დადუნაშვილი გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული გიორგი ელბაქიძემ მოიპოვა. ტურნირის MVP კი გახდა გიორგი გოგია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)