|
2024-06-03 14:28:35, 372 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება
„საქართველოს ბანკი“, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს, რომლის ფარგლებში 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 15 მეწარმე ქალი გადამზადებას გაივლის. ეს პროგრამის მერვე ნაკადია, ჯამში კი იგი 200 ქალის გადამზადებას და ფინანსურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის იდეით შეიქმნა. შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში, ინტენსიური ტრენინგების ფორმატში განხორციელდება. „საქართველოს ბანკისა“ და UNDP-ის ინიციატივის ფარგლებში, მეწარმე ქალები ბიზნესთან დაკავშირებული თეორიული უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ, ასევე მიიღებენ კვალიფიციურ რეკომენდაციებს გამოცდილი მენტორებისგან და გაიფართოებენ პოტენციურ პარტნიორთა წრეს. პროგრამის ხუთი დღე სხვადასხვა საკითხს დაეთმობა. ესენია ბიზნესის წარმოების საწყისები, გაყიდვები და ციფრული მარკეტინგი, ქალები ადამიანის უფლებები და მრავალფეროვნების საკითხები, ლიდერობა და გუნდის მართვა, ფინანსების მართვა; მარკეტინგი და კომუნიკაციები, ბიზნესის დაგეგმვა და ბიზნეს კომუნიკაცია. „საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ პროცესში ქალ მეწარმეებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. მათი მონაწილეობა ეკონომიკაში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითების გაჩენას. მათი მხარდაჭერით კი ჩვენ მორიგ ნაბიჯს ვდგამთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ბიზნესში თანასწორი გარემოს ჩამოსაყალიბებლად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება - „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ - გრძელდება და იგი მეწარმეთა მორიგ ნაკადს მისცემს შესაძლებლობას, გაიგოს მეტი ბიზნესის მართვის და განვითარების ეტაპებზე. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც დავუჭერთ მხარს ქალ მეწარმეებს“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი. „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სტრატეგიული ინვესტიციაა წარმატებული და თანასწორი მომავლის მშენებლობაში. ვამაყობთ, რომ ჩვენი ხელშეწყობის შედეგად, ნიჭიერი და მოტივირებული მეწარმე ქალები ახალ ბიზნესებს ქმნიან და საფუძველს უყრიან თანასწორ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში. ინფორმაციისთვის, „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ 2022 წლის მაისიდან დაიწყო და დღეს უკვე 170 მეწარმე ქალს აერთიანებს. პროგრამა ჯამში 200 მეწარმე ქალისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელსა და ახლად შექმნილი საწარმოს სრული ციკლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ის ოთხ ძირითად სფეროს აერთიანებს. ესენია: თეორიული განათლება, პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბება, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა. გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდზე.
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



