|
2024-06-03 14:24:37, 286 ნახვა
საზოგადოება
გლდანის „ა“ მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12 000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო. „პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)