|
2024-06-02 11:56:16, 353 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე - როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ინტერესებს, ასეთი თემების გამოყენებით, ქულების წერისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს
როდესაც საქმე ეხება ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის ინტერესს, მისი მშობლების, გულშემატკივრებისა და ახლობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ყველამ თავი უნდა შეიკავოს ასეთი თემების გამოყენებით ქულების წერისგან. შეიძლება მათთვის ეს უფრო მომგებიანია მაგრამ ეს დაცლილია ყველანაირი ეთიკურობისგან, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „მომრავლდა მცდელობები და მსურველი ადამიანების დიდი წრე გაჩნდა, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ვითარება დაამახინჯონ, არასწორი აჟიოტაჟები შექმნან, პანიკები დათესონ". „არ შეიძლება რომ პანიკა შევუქმნათ, რომელიმე ონკოლოგიური პაციენტი ბავშვის მშობელს და ვუთხრათ, რომ სადღაც რაღაცა მისი ბავშვისთვის ხელმიუწვდომელი გახდება. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის ხარჯებს, სახელმწიფო სრულად, საკუთარ თავზე, იღებს ეს ასე იყო და გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მისი განმარტებით, ბავშვთა ონკოლოგიასთან დაკავშირებით ნულოვანი საფრთხეა და ამაზე სრულად პასუხისმგებელია სახელმწიფო.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)