|
2024-06-01 16:51:55, 414 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწავლო-სატრენინგო ცენტრში უმასპინძლეს, სადაც ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კუტიბაშვილმა და ინსტრუქტორებმა მოზარდებს ადგილზე გააცნეს, თუ, როგორ ტარდება პირველადი სამედიცინო დახმარება. პრაქტიკული ნაწილის შემდეგ კი,ცენტრის წარმომადგენლებმა მოზარდებს სასწრაფო დახმარების ავტომობილები და სამედიცინო მოტო ტრანსპორტი დაათვალიერებინეს. „სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ბავშვები ასევე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სარჯველაძემ მათ ცენტრალური სადისპეტჩეროს მუშაობის პრინციპი და სპეციფიკა გააცნო. დასასრულს, მინისტრმა მოზარდებს საჩუქრები გადასცა”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)