|
2024-06-01 15:37:52, 376 ნახვა
საზოგადოება
მერია - წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება
ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. „რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში, წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავი N503 და N481 მიკროავტობუსები დროებით შეაჩერებენ მგზავრთა მომსახურებას. მოქალაქეებს აღნიშული მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)