22:46 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-31 11:43:23, 354 ნახვა

საზოგადოება
მერია - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აღინიშნება

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე, გაიმართება „რანინას“ კონცერტი. 

"1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე, აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში. კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე - კრწანისი, 16:00-20:00 საათი გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი; მთაწმინდა, 13:00-16:00 საათი, 9 აპრილის სახელობის ბაღი; ვაკე, 14:00-17:00 საათი, ციციშვილის სახელობის სკვერი; ისანი,  16:00-19:00 საათი, ვაზისუბის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპ. N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი. 

დედაენის ბაღი, საბავშვო გასართობი პროგრამა:

17:00-21:30 სთ

საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა;
ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა;
ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე; 
ბროშების დამზადების სადგური;
მეზღაპრის კუთხე;
თითების თეატრის წარმოდგენები;
VR  სივრცე -გასართობი და შემეცნებითი თამაშებით;
საპნის ბუშტების შოუ;
ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ;
10-მდე საბავშო-გასართობი  სადგური;
საბავშვო ატრაქციონები;
მინი გოლფი;
სკეიტ შოუ;
ფოტოზონა-გიფერი;

დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა;

ზღაპრის გმირები;

18:00-19:00-თოჯინების სპექტაკლი  „ჟოზე“;

20:00- რანინას კონცერტი

დასწრება თავისუფალია!" - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics